"რუსული მარში" - დეკანოიძე "ოცნების" კონტრაქციაზე

25.04.24 13:39
"რუსული მარში" - დეკანოიძე "ოცნების" კონტრაქციაზე

რუსული მარში - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას.

დეკანოიძის თქმით, ყველაზე დიდი მკრეხელობა ის არის, როდესაც ხალხს, მათ შორის ადმინისტრაციულ რესურსს, აიძლებენ, რომ ჩამოვიდნენ და ამ რუსულ მარშში მიიღონ მონაწილეობა.

აქცია იქნება ყოველდღე. ჩემი ინფორმაციით, ისედაც ასე ხდება. რაც შეეხება 29-ში დაანონსებულ აქციას, ეს არის რუსული მარში, მოდი პირდაპირ დავარქვათ, რუსული კანონის დასაცავად, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, სადაც იყო დამოუკიდებელი , სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლო, საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც 9 აპრილი დაიბადა, სადაც დამოუკიდებლობა დაიბადა. ამიტომ, ეს არის ყველაზე უფრო დიდი მკრეხელობა, როდესაც აიძულებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ რესურსს, რომ ჩამოვიდნენ და ამ რუსულ მარშში მიიღონ მონაწილეობა", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები