ევროპარლამენტარების გაფრთხილება - ქართველი დიპლომატები ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ

25.04.24 14:06
ევროპარლამენტარების გაფრთხილება - ქართველი დიპლომატები ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ

წითელი ბარათი და გაფრთხილება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას - ქართველი დიპლომატები მმართველ პარტიას ურჩევე, გაიაზროს ფაქტი, რომ ევროპარლამენტი ევროპის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომელსაც ძალიან სერიოზული გავლენები აქვს ევროკომისიასა და ევროპული საბჭოს საბოლოოს გადაწყვეტილებაზე. 

ყოფილი დიპლომატები ივანიშვილის გუნდს მოუწოდებენ, გაიწივიონ რუსული კანონი. 

ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე სანქციების მიღება არ არის აუცილებლად გარანტირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ის გამოხატავს სრულიად ნათლად გამოხატულ დამოკიდებულებას ევროკავშირისგან, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ამ კურსის გაგრძელების შემთხვევაში, ამ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება არის გამორიცხული", - ამბობს რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის თქმით, ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილები გაფრთხილებაა, რომ შემდეგი რეზოლუცია აუცილებლად შეიცავს სანქციებს: 

ამ რეზოლუციის შედარებითი სირბილე არის გამოწვეული იმით, რომ ისინი ჯერ კიდევ იტოვებენ შესაძლებლობას, რომ გააფრთხილონ ხელისუფლება. ეს არის მინიშნება, რამდენად მწვავედ აღიქვამენ ისინი ამ მოვლენებს, რომლებსაც აქვს ადგილი საქართველოში. პრაქტიკულად, გაფრთხილება იმისა, რომ შემდეგი რეზოლუცია აუცილებლად შეიცავს სანქციებს, ყველა სახის დამაზიანებელ მოქმედებებს საქართველოს-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება. 

მსგავსი სიახლეები