ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს და ღირებულებებს - კალინდრა რუსულ კანონზე

25.04.24 13:52
ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს და ღირებულებებს - კალინდრა რუსულ კანონზე

დიპლომატების მწვავე გზავნილი "ქართულ ოცნებას". საქართველოზეა დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა ქვეყანა ისტორიულ შანსს - ასე აფასებს ლიეტუვის ელჩი რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

ევროპელი დიპლომატი ღიად და გადაჭრით ეუბნება მმართველ პარტიას, რომ კანონი, რომელსაც ახლა იღებენ, სრულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და შესაძლოა, ქვეყნისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესები უნდა დაიწყოს. მაგრამ მანამდე 9 ნაბიჯი განსაზღვრულია და შესასრულებელი. საქართველო ახლა უფრო ახლოსაა გაწევრიანებასთან, ვიდრე ოდესმე. მაგრამ უცხოური გავლენის აგენტების კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს და ღირებულებებს. ვიმედოვნებთ, საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობას, რომელიც მიეცა", - ამბობს ანდრიუს კალინდრა.

შეგახსენებთ, რომ დილიდან თბილისში "ნატოს" საიუბილეო ღონისძიება იმართება. 


 

მსგავსი სიახლეები