მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია - შვედეთის საელჩოს განცხადება

11.07.21 21:31
მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია - შვედეთის საელჩოს განცხადება

შვედეთი საელჩო საქართველოში "პირველების" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და ამბობს, რომ მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია:

სრული მხარდაჭერა კარლ ჰარცელის განცხადებას. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ტვ პირველის, ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. შვედეთი გმობს, ნებისმიერ სახის ძალადობას. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია", - წერია საელჩოს განცხადებაში.