ამ კანონის მიღება შეარყევს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს - ვინიკოვი "ოცნებას"

25.04.24 14:00
ამ კანონის მიღება შეარყევს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს - ვინიკოვი "ოცნებას"

დილიდან თბილისში "ნატოს" საიუბილეო ღონისძიება იმართება. სწორედ "ნატოს" სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ახსენებს ხელისუფლებას, რომ სადავო კანონი, მათ შორის არც ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შეფს მოსწონს, რადგან მისი თქმით, რუსული კანონი საქართველში დემოკრატიას ძირს გამოუთხრის.

ალექსანდრე ვინიკოვი ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამებმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ბატონმა სტოლტენბერგმა რომელიც საქართველოში იყო ცოტახნის წინ საჯაროდ თქვა რომ ეს კანონი უკან გაეწვიათ რადგან, ამ კანონის მიღება შეარყევს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სრულიდ ჩამოშლის იმას რაზეც საქართველოს მისი პარტნიორები მიუთითებენ, რომ უფრო მეტად განამტკიცოს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მე ასევე ვნახე განცხადებები ევროკავშირისგან, შარლ მიშელისგან, სხვა ოფიციალური პირებისგანაც და ნატოს მხრიდან მინდა გავიმეორო, რომ ეს კანონი არ წაადგება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანების პირობების დასაკმაყოფილებლად. - აცხადებს ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი.

მსგავსი სიახლეები