ვინც ღიად დაუპირისპირდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდა, იგივე ელოდება "ოცნებას" - მანჯგალაძე

25.04.24 14:09
ვინც ღიად დაუპირისპირდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდა, იგივე ელოდება "ოცნებას" - მანჯგალაძე

"მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაიწვიოს რუსული კანონი და თავი დაანებოს საქართველოს ევროპული გზის მიზანმიმართულ საბოტაჟს" - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით, მაშინ როდესაც საქართველოს უკვე შესრულებული უნდა ჰქონდეს 9 პირობა და ევროპარლამენტში განიხილებოდეს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი, "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო.

მაშინ როცა საქართველოს უკვე შესრულებული უნდა ჰქონდეს 9 პირობა და ევროპარლამენტში განიხილებოდეს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო და მიზანმიმართული ანტიდასავლური, ანტიქართული ქმედებებით მიაღწია იმას, რომ დღეს ევროპარლამენტში დღის წესრიგში დგას ქართველი ხალხის მიერ უკვე მოპოვებული შედეგების გადახედვის საკითხი.

ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ აკეთებს მიზანმიმართულად, რომ საქართველო დატოვონ მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე რათა გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის დრო და ხალხის ძარცვის უფლება, ამას აუცილებლად უნდა მოყვეს ივანიშვილისა და 83 დეპუტატის მიმართ სანქციები. 

გამოცდილია, ვინც ღიად დაუპირისპირდა საქართველოს ისტორიულ არჩევანს, ევროპულ პერსპექტივას აღმოჩნდა პოლიტიკურ სანაგვეზე, იგივე ელოდება „ქართულ ოცნებასაც“.  
მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაიწვიოს რუსული კანონი და თავი დაანებოს საქართველოს ევროპული გზის მიზანმიმართულ საბოტაჟს” - ამბოს პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები