"ოცნებამ" ბრიუსელის რჩევები უნდა გაითვალისწინოს, რათა ევროკავშირისკენ მოგზაურობა წარმატებით დასრულდეს - ვალკანოვი
ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვესელინ ვალკანოვი აცხადებს, რომ "ოცნებამ" რუსულ კანონთან დაკავშირებით ბრიუსელის რჩევები უნდა გაითვალისწინოს, რათა ევროკავშირისკენ მოგზაურობა წარმატებით დასრულდეს.
როგორც ელჩები ჩვენ ყურადღება უნდა ვადევნოთ ყველაფერს რაც მასპინძელ ქვეყანაში ხდება და ჩვენს დედაქალებს მოვახსენოთ, თქვენ კარგად იცით რა არის ევროკავშირის პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით, მე ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ვარ და შესაბამისად ჩემი პოზიციაც იგივეა, როგორც საქართველოს მეგობარი გთხოვთ გაითვალისწინოთ ბრიუსელის რჩევები, რათა თქვენი მოგზაურობა ევროკავშირისკენ წარმატებით დასრულდეს", - აცხადებს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ დილიდან თბილისში "ნატოს" საიუბილეო ღონისძიება იმართება.