ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია - აპატურაი
"პირველების" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც"- წერს აპატურაი.
მისი შეფასებით, დემოკრატიაში უმცირესობები დაცულები არიან; დაცულია მედია; დაცულია თავისუფალი მეტყველება.
ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი დაწესებულება ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, - წერს აპატურაი Facebook-ზე.