29 აპრილს გადამწყვეტი სიტყვა უნდა ითქვას - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რუსული კანონი ქვეყნისთვის "ერთგვარი რუბიკონია"
დიდი მობილიზება კონტრაქციისთვის - პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 29 აპრილს, საქართველოსთვის გადამწყვეტი სიტყვა უნდა ითქვას.
პაპუაშვილის მტკიცებით, რუსული კანონი ქვეყნისთვის ერთგვარი რუბიკონია, რომელიც საქართველომ სახელმწიფოებრიობისთვის უნდა გადალახოს.
29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ყველასთვის – შიგნითაც და გარეთაც, დააფიქსიროს, სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი. აქ მოწვეულია ყველა – დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით. გამჭვირვალობის კანონიც არის ერთგვარი რუბიკონი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ კიდევ ერთხელ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის გადალახოს და თქვას, რომ მისთვის განმსაზღვრელი არის ქვეყნის ინტერესები და არა ის, რასაც მას კარნახობენ, თანაც არგუმენტების გარეშე“- ამბობს პაპუაშვილი.