აქციაზე მოქალაქეების დაშინებით და შანტაჟით გამოყვანა "ოცნების" მხრიდან შეურაცხყოფაა - სოფო ჯაფარიძე
"მოქალაქეების დაშინებით გამოყვანა "ოცნების" მხრიდან შეურაცხყოფაა", - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე ხელისუფლების მიერ დაორგანიზებულ კონტრაქციას.
მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი "პირველებთან" ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობის მიერ 29 აპრილს აქციის გამართვა ერთ მიზანს, საზოგადოებრივი ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას ემსახურება.
ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა "ქართული ოცნების" მხრიდან ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც გამოჰყავთ ძალით, დაშინებით, შანტაჟით და აყენებენ ამდენ ადამიანს რთულ მდგომარეობაში. ეს კონტრაქცია სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ დააპირისპირონ საზოგადოებრივი ჯგუფები, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაპირისპირება და პროვოკაცია თავიდან ავირიდოთ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.