პარლამენტში რუსული კანონი კომიტეტზე, სავარაუდოდ, მეორე მოსმენით გააქვთ - რა გეგმა ექნებათ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს
პარლამენტში რუსული კანონი კომიტეტზე, სავარაუდოდ, მეორე მოსმენით გააქვთ - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ "ოცნების" ინიციატივის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას ალტერნატიულ სივრცეში გამართავენ.
საგანგებოდ ამ დღისთვის ხელისუფლებამ კონტრაქცია ჩანიშნა, თუმცა იმისთვის, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეს, რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანები აქციას სხვა სივრცეში მოაწყობენ.
მესამე სექტორი დღეს, 17:00 საათზე, საინფორმაციო განცხადებას გააკეთებს და გაასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ფორმატით და სად ჩატარდება რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული აქცია 29 აპრილს.