„აცდენილია ხოლმე რეალობას" - პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციებზე

25.04.24 15:58
„აცდენილია ხოლმე რეალობას" - პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციებზე

პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციები აცდენილია „რეალობას, პრაგმატიზმს, რაციონალიზმს”.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან შეხვედრის განაცხადა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, აცდენილია ხოლმე რეალობას, პრაგმატიზმს, რაციონალიზმს. ასეთი ტიპის ბრწკენები ტოვებს ისეთ აღქმას, რომ ეს არის პირადი ვენდეტა, ბრაზი, რომელიც უნდათ გამოხატონ რეზოლუციის სახით”, თქვა  პაპუაშვილმა. და დასძინა, რომ "ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ".

ივნისში არჩევნები არის ევროპარლამენტის, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს"- დასძინა მან. 

ევროპარლამენტმა ივანიშვილის სანქცირებას მწვანე შუქი აუნთო - 425 ხმით (25 წინააღმდეგი) საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია.

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საბოლოო დოკუმენტში ცვლილებების შეტანასაც. სანქციები ივანიშვილს და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვა - ეს არის ორი ახალი ჩანაწერი, რომელიც დოკუმენტში შეიტანეს. 

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 5-ვე ჩასწორებით მიიღო. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან ერთად, დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მოტივივით გათავისუფლების საკითხი. ევროდეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვენ, გადაიხედოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პირობები

თუ იქნება რუსული კანონი მიღებული, ქვეყანა ვერ გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე - ეუბნებიან ევროპარლამენტიდან საქართველოს ხელისუფლებას.

მსგავსი სიახლეები