ვერ მომაწებებთ აგენტის იარლიყს - რუსული კანონის მომხრე შალვა პაპუაშვილი რეგიონალური მედიის პირისპირ

25.04.24 16:26
ვერ მომაწებებთ აგენტის იარლიყს - რუსული კანონის მომხრე შალვა პაპუაშვილი რეგიონალური მედიის პირისპირ

მძიმე დღე პარლამენტის თავმჯდომარისთვის - რუსული კანონის მომხრე შალვა პაპუაშვილი მედიის პირისპირ. "არა რუსულ კანონს!" - ჟურნალისტების ამ საპროტესტო ბანერების ფონზე, ქართული ოცნების ლიდერს იმის ახსნა უწევდა, რატომ არის რუსული კანონი ქვეყნისთვის კარგი.

პაპუაშვილი დღეს, რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს ხვდებოდა, თუმცა ვისი კითხვაც არ მოეწონა, პარლამენტის თავმჯდომარე ყველას თავს დაესხა და ოპოზიციის მართული უწოდა.

"უცხოური ძალის ინეტერესების გამტარი ზუსტად იგივეა, რაც აგენტი და აგენტად არასდროს დავრეგისტრირდებით!" - მიმართა „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ შალვა პაპუაშვილს. 

თურაძემ პაპუაშვილს წარსული შეახსენა.

თქვენ ეს ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ! - უთხრა მან "ოცნების" ლიდერს. 

„მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ციხეებში დადიოდა, აშუქებდა პატიმრების პრობლემებს და თქვენ მაშინ არსად არ იყავით. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც კუდი და სპეცსამსახურები დასდევდა, არ აძლევდნენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას. თქვენ მაშინ ძალიან კარგად ცხოვრობდით, არსად არ იყავით. ახლა მე ვარ ნაციონალური მოძრაობის და რუსული ინტერესების გამტარი?“ - მიმართა ეთერ თურაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

"ჯერ თქვენ, კობახიძე და ივანიშვილი დარეგისტრირდით, მეოთხე ვიქნები მე" - თქვა თურნაძემ პაპუაშვილის გასაგონად. 

"ტვ პირველის" კორესპოდენტმა კი პაპუაშვილს ტროლ-ბოტების მიერ მოწყობილ ტერორზე სთხოვა განმარტების გაკეთება, რომელსაც ნატო გოგელიას თქმით, ის და მისი ოჯახი ბოლო 2 წელიწადია განიცდიან.  

რას მეტყვით იმ ფაქტებზე, რაც მე, ჩემმა ოჯახმა და ჩემმა კოლეგებმა "ქართული ოცნების" ტროლ-ბოტებისგან გადავიტანეთ?! თქვენი წინამორბედი, რომ გამოვიდა და საუბარი მოჰყვა, გამოძიების დაწყება მოვითხოვე, რატომ არ დაიწყეთ გამოძიება"- მიმართა ნატო გოგელიამ პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს. 

მსგავსი სიახლეები