გადადგეს პრემიერი - ჟურნალისტების ულტიმატუმი ხელისუფლებას

11.07.21 21:02
გადადგეს პრემიერი - ჟურნალისტების ულტიმატუმი ხელისუფლებას

"ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებული ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ. 

მედია ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილების მისაღებად ვადას ხვალ დილამდე აძლევს.  

მინდა მივმართო ივანიშვილს: ბატონო ბიძინა, თქვენ არა გაქვთ ბევრი დრო, მაქსიმუმ ხვალ დილამდე. ვიცით, რომ ადრე იძინებთ, მაგრამ იღვიძებთ ადრე. ხვალ დილამდე თქვენი ე.წ. მარიონეტი პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. და უნდა მიყვეს მთელი მთავრობა.

გადადგომა არ არის საკმარისი. გადადგეს და დაისაჯოს ღარიბაშვილი, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა. ეს იყო მკვლელობა, რუსეთიდან დაფინანსებული ძალები, საპატრიარქოს ორგანიზებული ძალები, რომლებიც თანამშრომლობენ საქართველოს ხელისუფლებასთან, უნდა დაისაჯონ.

თქვენ შეიძლება მოკალით ჩვენი კოლეგა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია თქვენი”, - თქვა ვახო სანაიამ აქციაზე.

"პირველების" ოპერატორი,  5 ივლისს მოძალადე ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, ალექსანდრე ლაშქარავა დღეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.