კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ოცნებას - ნუ თამაშობთ ქვეყნის და ხალხის ბედით - სოფო ჯაფარიძე
კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ოცნებას - ნუ თამაშობთ ქვეყნის და ხალხის ბედით - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე რეზოლუციას გამოეხმაურა.
ენმ-ს ლიდერმა ივანიშვილის გუნდს რუსული კანონის უკან გაიწვევისკენ მოუწოდა.
სოფო ჯაფარიძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
tvpirveli.ge- სოფო ჯაფარიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
დღეს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ამბობს:
1. თუ საქართველოს პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ რუსულ კანონს მიიღებს - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდება.
კანონის მიღება გამორიცხავს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნას2. კანონის მიღება გამოიწვევს ევროკავშირიდან საქართველოში ფინანსური დახმარებების და გრანტების შეჩერებას, რაც პირდაპირ აისახება ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე
3. ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაზე, ნათქვამია რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება
4. რეზოლუციაში ნათქვამია რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქცრიების შესაძლებლობა და რუსული კანონის გავლენა ვიზა ლიბერალიზაციის სტანდართებთან შესაბამისობაზე
ყველაფერ ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე:
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნუ რისკავს ქვეყნის ბედით
ნუ აყენებს დარტყმას საქართველოს და ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს
ნუ ცდილობს დააკარგვინოს ქართველ ხალხს ის ფინანსური სიკეთეები რასაც იღებს ევროპიდან და ნუ ცდილობს დააკარგვინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი
ქართულმა ოცნებამ, დაუყონებლივ:
1. უკან უნდა გაიწვიოს რუსული კანონი
2. გაათავისუფლოს ქვეყნის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი - მიხეილ სააკაშვილი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც პირველი აღმართა ევროპის დროშა და საქართველო გაიყვანა მსოფლიო ასპარეზზე. მიხეილ სააკაშვილს რუსეთი მიიჩნევს ნომერ პირველ მტრად რეგიონში და ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს ნომერ პირველ მოკავშირედ.
ამ გადაწყვეტილებებით ოცნებამ ხალხს უნდა მისცეს საშუალება, მათ თავად გადაწყვიტონ საქართველოს მომავლის ბედი, მეტნაკლებად მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში.
სხვა შემთხვევაში ხელისუფლება მიდის ქვეყნის ინტერესების და ევროპული არჩევანის წინააღმდეგ ღიად.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ დავიცვათ საქართველოს ინტერესები და გადავარჩინოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.
კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ოცნებას - ნუ თამაშობთ ქვეყნის და ხალხის ბედით"- თქვა სოფო ჯაფარიძემ.