"ერთი მოწმე ცხოვრებაში არ მინახავს" - რას ყვება აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა

25.04.24 17:32
"ერთი მოწმე ცხოვრებაში არ მინახავს" - რას ყვება აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა

"ჩვენ დანაშაული არ ჩაგვიდენია, ვიყავით მშვიდობიანად მისულები" - ამის შესახებ რუსულ აქციაზე დაკავებული და სასამართლოს მიერ დაჯარიმებული გიგა ბერაძე ამბობს.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ გიგა ბერაძეს მოსამართლემ 2 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ბერაძე ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიყვანილი მოწმეებიდან ერთ-ერთი საერთოდ ნანახი არ ჰყავს. 

ჩვენ დანაშაული არ ჩაგვიდენია, ვიყავით მშვიდობიანად მისულები, მშვიდობიანად ვაპროტესტებდით ამ კანონს, ფიზიკური კონტაქტი არ გვქონია. ვერ ამოვიცანი, ერთი მოწმე იყო ცხოვრებაში არ მინახავს,“ - გიგა ბერაძე.

ადვოკატების მტკიცებით, პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ სხდომაზე და ცრუობენ - ამტკიცებდნენ, რომ მათ დააკავეს კორდონის გარღვევის დროს ახალგაზრდები, თუმცა ვიდეომტკიცებულებებში ჩანს, რომ აქციის დაკავებული მონაწილეები კორდონიდან, დაახლოებით, 200 მეტრის დაშორებით აიყვანეს.

პოლიციელებმა თქვეს, რომ ისინი დააკავეს კორდონის გარღვევის დროს, ხოლო ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ისინი დააკავეს, როდესაც პოლიციის კორდონიდან იყვნენ 100-200 მეტრის დაშორებით. შესაბამისად, პოლიციელებმა მოიტყუეს და ამ ცრუ ჩვენების საფუძველზე მოხდა მათი სამართალდამრღვევად ცნობა,“ - ამბობს ადვოკატი.

დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმის თანამშრომლები გამოეკიდნენ ამ პირებს, მოსულმა მოწმეებმა დაასახელეს, რომ თურმე სანდრო და გიგა არღვევდნენ კორდონს და კორდონის დარღვევის შემდეგ სპეცრაზმელებმა შეიყვანეს შიგნით და მერე იმათ დააკავეს, რაც ასევე ტყუილია. იმასაც კი ვერ ამბობენ, რომ სპე4ცრაზმის თანამშრომლებმა დააკავეს ეს პირები, ვინაიდან თვითონ აქვთ ხელი მოწერილი დაკავების ოქმზე და ამიტომ ყველანაირად ბათილდება მათი ყველა ჩვენება,“ - ამბობს ადვოკატი.

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული მე-12 კლასელი ბიჭი სანდრო ჯოხაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს. მაშინ, როცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა, ჯოხაძე ამბობს, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული.

ამ წუთებში კი სანდრო ჯოხაძის ძმის, გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები