გეგმა ცნობილია: მეორე მოსმენის წინ აქცია 28 აპრილს 19:00 საათზე გაიმართება
გეგმა ცნობილია - 28 აპრილს 19:00 საათზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
სამოქალაქო საზოგადოება რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ქალაქის ცენტრში "ოცნების" აქციამდე ერთი დღით ადრე ელოდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამ პუნქტიანი გეგმა გაასაჯაროეს. ერთ-ერთი პუნქტში კი წერია, რომ ღირსების შემლახავ რეესტრში არასდროს დარეგისტრირდებიან.
ვნახეთ, საერთაშორისო პარტნიორების თხოვნაც და ასევე მკაცრი განცხადებებიც მოვისმინეთ ამ კანონთან დაკავშირებით, ისედაც იცით, სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია, რომ ეს კანონი არის რუსული და წაგვართმევს შესაძლებლობას გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები წინ, ამიტომ დაგვრჩა ეს გზა, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში ღირსებისშემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ევროპული გზა,“ - ამბობს ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნების დირექტორი.