არავინ არ აპირებს გადადგომას! - დიმიტრი სამხარაძე

11.07.21 22:22
არავინ არ აპირებს გადადგომას! - დიმიტრი სამხარაძე

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე "პირველების" გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მეგობრების, მედიისა და მესამე სექტორის საპასუხოდ ამბობს, რომ  "არავინ არ აპირებს გადადგომას!". 

მხოლოდ 4 საათის მანძილზე შეძელით სიცრუის და ტყუილის ტირაჟირება მოგეხდინათ. სიმართლის 60% უკვე იცის საზოგადოებამ და უახლოეს რამდენიმე დღეში დანარჩენ 40%-საც გაიგებენ.

რაც მთავარია, ამ რამდენიმე საათში მოახერხეთ და კიდევ ერთხელ დაანახეთ ხალხს თქვენი რეალური სახე. საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისში კი ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ ყველაფერი იცის. ამ რამდენიმე საათში ვერ მოასწარით რევოლუციის დაგეგმვა/მომზადება და ტყუილით ვერც ვერასდროს მოახერხებთ!

P.S. ამ ყველაფერში ყველაზე დიდი უზნეობაა, კომენტარებს რომ წერთ არ გაბედოთ და სიმართლე არ თქვათო, რა თქმა უნდა ვიტყვით და თან აუცილებლად!

The End". – წერს სამხარაძე.