ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დგება, ივანიშვილს კი სანქციები ემუქრება - ევროპარლამენტის მძიმე რეზოლუცია

25.04.24 20:01
ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დგება, ივანიშვილს კი სანქციები ემუქრება - ევროპარლამენტის მძიმე რეზოლუცია

 

ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დგება - ქართული ოცნების მმართველობა შესაძლოა ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.  ევროპალამენტმა დღეს დაამტკიცა რეზოლუცია, რითაც ევროკომისიას მოუწოდებს გადახედოს საქართველოსთან  უვიზო მიმოსვლას. მისი შეჩერების მექანიზმი ევროკავშირს გააჩნია. ამიტომ, თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს, მაშინ ჩვენი მოქალაქე  ევროპის  ქვეყნებში უვიზოდ შესაძლოა  ვეღარ წავიდნენ.  

პროცესი დაწყებულია და ერთადერთი, რაც მას შეაჩერებს რუსული  კანონის უკან გაწვევაა. ახლა სასწორზე დგას არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.  ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს გაყინოს შემდეგი ეტაპი.  ბიძინა ივანიშვილს კი, ვინც ქვეყანას ევროპის ნაცვლად  რუსეთისკენ მიაქანებს,  პერსონალურ სანქციები დაუწესდეს. უმწვავესი რეზოლუცია, რომლის მსგავსიც არავის ახსოვს, 425 ხმით დამტკიცებულია.

ახლა სასწორზე დევს არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაც.  ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს გაყინოს  მოლაპრაკებეის შემდეგი ეტაპი.  არადა სტატუსის შემდეგ საქართველო უკვე გაწევრიანებაზე მოლაპრაკებების გახსნას ელოდა. ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას მხარი 425 მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა. საქართველოს ევროპული მომავლის განადგურების გამო, პერსონალური სანქციები ემუქრება ბიძინა ივანიშივლსაც, ოლიგაქის სანქცირების მოთხოვნა ევროპარლამენტის დოკუმენტში წერია. 

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები