10 წუთი ევროპის დასაგმობად და არც ერთი სიტყვა ოკუპანტზე - პრემიერის გზავნილები ბუდაპეშტიდან
მთელი ევროპისგან იზოლაციის პირობებში მყოფმა კობახიძემ დასავლეთის სალანძღავად ტრიბუნა მაინც მოძებნა. ამ მიზნით პრორუს ორბანს უნგრეთში კონსერვატორულ კონფერენციაზე ჩააკითხა და გამოსვლის თითქმის სრული დრო, რუსული სტილით შეთქმულებების თეორების გავრცელებას დაუთმო. ანტიდასავლური განცხადებების გასაკეთებლად, კობახიძემ უნგრეთში სრული იდილია მოიწყო. ორბანისა და მისი მოკავშირეებისგან კი ქება და ოვაციებიც დაიმსახურა.
მასსავით მშვიდად თავს ნამდვილად ვერ გრძნობდა შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარეს ნამდვილი განკითხვის დღე რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა მოუწყვეს. არადა პაპუაშვილს სულ სხვა გეგმა ქონდა. ის კრიტიკულ მედიაზე იერიშისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველაფერი უკან შემოუტრიალდა. პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტები დღეს საპროტესტო ბანერებით დახვდნენ და არგუმენეტებით აუხსნეს, რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.