გეგმავს თუ არა "ოცნება" ორშაბათს, "რუსული მარშის" ფონზე რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებას?

25.04.24 20:23
გეგმავს  თუ არა "ოცნება" ორშაბათს, "რუსული მარშის" ფონზე რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებას?

 

ბოიკოტი ხელისუფლებას.  არასამთვრობო ორგანიზაციები დღეიდან ხელისუფლებასთან ყველა სახის თანამშრომლობას ბლოკავენ.  ეს არის სამოქალაქო სექტორის პასუხი "ოცნების" რუსულ კანონზე. ევროკავშირის საწინააღმდეგო რუსულ მარშამდე ერთი დღით ადრე, რესპუბლიკის მოედანზე პროტესტისთვის სამოქალაქო სექტორი გადის. აქცია იგეგმება 29-შიც. თუმცა  დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ორკვირიანი პროტესტის მონაწილეები ალეტრნატიულ ადგილს შეარჩევენ შესაკრებად. 

ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ.  გეგმავს  თუ არა "ოცნება" ორშაბათს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას და "რუსული მარშის" ფონზე რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებას. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ანტიევროპული აქცია ხელისუფლებამ კიდევ უფრო დიდი პროვოკაციისთვის გამოიყენოს და კანონის დაჩქარებული წესით მიღება გადაწყვიტოს. რუსული მიზნების სისრულეში მოყვანისთვის "ოცნება" ვაბანკზე მიდის -  უპირისპირდება ხალხს და ამას საჯარო მოხელეების ხელით აკეთებს.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები