პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზება კანცელარიასთან - ჟურნალისტი ღარიბაშვილს გადადგომისთვის ვადას 12:00 საათამდე აძლევენ
პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზება მთავრობის კანცელარიასთან - მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.
აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას 12:00 საათამდე მისცეს საბოლოო ვადა, რათა გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უწყვეტ აქციებს აანონსებენ.
იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ გადადგება, მედიის წარმომადგენლები პარლამენტთან 18:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.