სამარცხვინო რეზოლუცია, მაკულატურა - კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
სამარცხვინო რეზოლუცია, მაკულატურა - ამ სიტყვებით მოიხსენიებს ევროპარლამენტარების უმწვავეს რეზოლუციას თბილისის მერი კახა კალაძე. თბილისის მერი ევროპარლამენტარებს თავს ესხმის.
კალაძე ევროპარლამენტარებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნის გამო აკრიტიკებს.
კალაძე ასევე ამტკიცებს, რომ ვიზალიბერალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.
ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას.
ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრის და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო.
სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს, ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად აგენტი კრიმინალების ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებას გადაარჩინა. ევროდეპუტატები ითხოვენ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცენდენტო ქველმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი, სადაც ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული.
სამარცხვინო რეზოლუციით მოგვიწოდებენ ევროპარლამენტარები, რომ უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართე ასპარეზი უდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალ თაობას.
ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები არის დაცული...სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე მოგვიწოდებენ, უარი ვთქვათ გამჭვირვალობის კანონზე. მათი სურვილია, ჩვენს ქვეყანაში ფარულად შემოედინებოდეს „შავი ფული“, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება. პარადოქსია, მაგრამ ამ ჩანაწერით რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატები დგანან გაუმჭვირვალობის, სიბნელის მხარეს. თან ეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს პერიოდში თავად ევროკავშირი მიიღებს ბევრად უფრო მძიმე კანონს უცხოური დაფინანსების შესახებ. რეზოლუციაში ამ ჩანაწერით პირდაპირ გვითხრეს, რომ გვეკრძალება ჩვენ ის, რასაც თავად აკეთებენ.
პარადოქსია, მაგრამ ამ ჩანაწერით რეზოლუციის მხარდამჭერები დეპუტატები დგანან გაუმჭვირვალობის სიბნელის მხარეს," - განაცხადა კალაძემ.