დარწმუნებული ვიყავი, რომ თემიდას ქანდაკების პინა სწორად არ არის და გადახრილია იმ მხარეს, რომელიც მთავრობას სჭირდება - სანდრო ჯოხაძე
"ძალიან ვწუხვარ, რომ უსამართლო სისტემის გამო ლაზარეს ერთი წელის გატარება მოუწია ციხეში, თუმც დარწმუნებული ვარ, იქიდან უფრო ძლიერი დაბრუნდებოდა და აუცილებლად ვიხილავთ ერთმანეთს რუსთაველზე," - ამ განცხადებას "რეაქციაში" აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე აკეთებს, რომელიც დღეს მოსამართლემ 2200 ლარით დააჯარიმა.
სანდრო ჯოხაძე იხსენებს დაკავების მომენტს და ყვება, რომ სასამართლო სხდომაზე მისული მოწმე პოლიციელები იტყუებოდნენ. როგორც ამბობს, მისი ჯარიმის ნაწილი მოქალაქეებმა უკვე ააგროვეს.
დღევანდელი სასამართლო ნამდვილად სასაცილო იყო იმიტომ, რომ პოლიციელებს იმისთვისაც კი არ უწვალიათ, რომ ერთნაირი ქეისი ჰქონოდათ, ერთმანეთთან არ უსაუბრიათ აშკარად, იმიტომ, რომ ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებები ჰქონდათ, გარდა ამისა, პროკურატურის კადრები ასახავდა ჩემს სიმართლეს, იმას, რომ მე ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით გადავაადგილებოდი, უბრალოდ სპეცრაზმი ჩამოხტა, რა დროსაც მე დამაკავეს და ძალადობა ჩემზე განხორციელდა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ თემიდას ქანდაკების პინა სწორად არ არის და გადახრილია იმ მხარეს, რომელიც მთავრობას სჭირდება,“ - ამბობს სანდრო ჯოხაძე.