"მომენტალურად ყველაფერი თავზე დამემხო, ისეთი შოკი მივიღე, ბევრი ემოცია მომაწვა" - როგორ გაიგო ლაზარემ შეწყალების შესახებ

25.04.24 21:19
"მომენტალურად ყველაფერი თავზე დამემხო, ისეთი შოკი მივიღე, ბევრი ემოცია მომაწვა" - როგორ გაიგო ლაზარემ შეწყალების შესახებ

როგორ გაიგო ლაზარე გრიგორიადისმა შეწყალების შესახებ - როგორც მარტის აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდა ამბობს, "რეაქციაში" მოუსმინა პრეზიდენტს, რომელმაც გადაწყვეტილება გამოაცხადა.

როგორც გრიგორიადისი ამბობს, პრეზიდენტის აზრი მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვის. 

ვუყურებდი „რეაქციას“ და მომენტალურად ყველაფერი თავზე დამემხო, ისეთი შოკი მივიღე, ბევრი ემოცია მომაწვა და მერე რა ილაპარაკა პრეზიდენტმა, არ მახსოვს. 
პრეზიდენტის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მივხვდი რა გეზიც აქვს არსებული და რი8სთვისაც იბრძვის და ასეთი ადამიანები, ვინც ევროკავშირისთვის იბძვიან, მისაღებია,“ - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

 

მსგავსი სიახლეები