აჟიტირებული ვიყავი, აქციები რომ დაიწყო, იმაზე არ ვიყავი დამოკიდებული, რომ როდის შემიწყალებენ - ლაზარე
იმაზე არ ვიყავი დამოკიდებული, რომ როდის შემიწყალებენ - ამ განცხადებას ლაზარე გრიგორიადისი ამბობს და მისი გამოშვების გაჭიანურებაზე საუბრობს.
ლაზარე ამბობს, რომ სასამართლო პროცესებიც გაჭიანურდა, ისევე, როგორც მოსამართლის მიერ მისი განაჩენის დასაბუთების დაწერა. როგორც მარტის აქციების დროს დაკავებული ამბობს, სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს.
გრიგორიადისის თქმით, აპირებს უჩივლოს "იმედსაც", რომელმაც მისი განცხადება არასწორად გაავრცელა.
აჟიტირებული ვიყავი, აქციები რომ დაიწყო, ასე რომ ვყოფილიყავი, რომ ვაიმე შეწყალება მინდა, არა, ეს მუხტი მომწონდა. იმაზე არ ვიყავი დამოკიდებული, რომ როდის შემიწყალებენ," - ამბობს ლაზარე.