"დაშინებას ემსახურებოდა" - ლაზარე მის წინააღმდეგ პროვოკაციებს არ გამორიცხავს
"ავტორიტარიზმის გაძლიერებას როცა უწყობენ ხელს და შენ ამას ეწინააღმდეგები, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ან პროვოკაციაზე წამოგაგონ, ან დაგაშინონ," - ამ განცხადებას ლაზარე გრიგორიადისი აკეთებს და მის მიმართ პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
"პროვოკაციები იქნება, მგონია, რომ დაშინებას ემსახურებოდა ეგ ყველაფერი, ალბათ რაღაცებს გააკეთებენ" - ამბობს გრიგორიადისი.
ასეთი მთავრობა როცა გყავს, უნდა იცოდე, რომ საფრთხე ყოველთვის არსებობს, ავტორიტარიზმის გაძლიერებას როცა უწყობენ ხელს და შენ ამას ეწინააღმდეგები, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ან პროვოკაციაზე წამოგაგონ, ან დაგაშინონ, უამრავი ასეთი ფაქტია, დიდი ხანია მართავენ და ცდილობენ გააგრძელონ, 2030-მდე ვაპირებთ აქ ყოფნასო და რა იქნება 2-0230-მდე რომ გააგრძელონ, რა იქნება. ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე ვდგავართ, დიდი საშიშროების წინაშე ვართ, რუსეთის ჯიბე შეიძლება ვიყოთ,“ - ამბობს ლაზარე.