მოკლე ვადაში მოვიგეთ, ახლა გრძელ ვადაში უნდა მოვიგოთ, იქნება დიდი აქციებიც - ლაზარე

25.04.24 21:49
მოკლე ვადაში მოვიგეთ, ახლა გრძელ ვადაში უნდა მოვიგოთ, იქნება დიდი აქციებიც - ლაზარე

იქნება დიდი აქციებიც და მგონია, რომ გავიმარჯვებთ, ხალხი ყოველთვის იმარჯვებს - ამ განცხადებას ლაზარე გრიგორიადისი აკეთებს.

"რეაქციაში" ლაზარე ამბობს, რომ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სჭირდება საზოგადოებას.

მგონია, რომ ოპოზიცია შეიკრიბება, დაგეგმავენ, ყველა ერთმანეთს გვერდში დავუდგებით და ერთად თუ შევიკრიბებით ყველაფერი გამოგვივა. მოკლე ვადაში მოვიგეთ, ახლა გრძელ ვადაში უნდა მოვიგოთ. ახლა სანქცირებაზე მიდის საუბარი, ჯერ არ დაწყებულა დიდი აქციები, იქნება დიდი აქციებიც და მგონია, რომ გავიმარჯვებთ, ხალხი ყოველთვის იმარჯვებს,“ - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

მსგავსი სიახლეები