ეს რეზოლუცია მიემართება არა ივანიშვილს და "ოცნებას", არამედ ქართველ ხალხს - კუპრაძე
„ეს რეზოლუცია მიემართება არა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, არამედ ქართველ ხალხს,“ - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აკეთებს.
კუპრაძე საუბრობს ევროპარლამენტის უმწვავეს რეზოლუციაზე და ამბობს, რომ მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რას დაკარგავენ ხელისუფლებაში პრორუსული ძალის ყოფნით.
ქართველ ხალხს ეხმარებიან მეგობრები მკაფიოდ იმ ყველაფრის გააზრებაში, რას გამოიწვევს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა და ნაბიჯები.
ყველაფერი რუსული რომ გააკეთა და ახლა რუსული ფული რომ უნდა ოფშორებიდან შემოაპაროს, ამ მოცემულობაში მოსახლეობას გვეუბნებიან, რა შეიძლება დაკარგო ქართული ოცნების პრორუსულობით - შეიძლება დაკარგო ვიზალიბერალიზაცია, ევროინტეგრაციის რეალური შესაძლებლობები," - ამბობს კუპრაძე.