თუ ესენი ძალაუფლებაში დარჩნენ, რაღათ გინდათ ვიზალიბერალიზაცია, რუსეთის გუბერნია ხდებით - ცისკარიშვილი
„ოცნებას ისე უნდა დახატოს, თითქოს ეს ინსტიტუცია განყენებულია, მის რეზოლუციებს ყურადღებას არავინ მიაქცევს და არ გაითვალისწინებენ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს,“ - ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აკეთებს.
როგორც ცისკარიშვილი ამბობს, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება მოუწევს საზოგადოებას.
ცისკარიშვილის თქმით, „ოცნების“ ლიდერების განცხადებები რუსეთისთვის არის გზავნილი, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდათ.
შედეგი არის ის, რომ ჩვენს უვიზო მიმოსვლას ევროპასთან ემუქრება საფრთხე და მეორე მხარს არის მიზეზი, რასაც ქოცები სჩადიან და იღებენ რუსულ კანონს.
ბევრი სამუშაო იქნება, ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, არჩევნების მერე თუ კიდევ ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში მერე მართლა შანსი აღარ არის, მერე უვიზოსაც დავკარგავთ იმ ევროპულ პერსპექტივებთან ერთად, რომელიც უკვე ეჭვქვეშ დადგა.
რუსეთის გუბერნია რომ ხდები, მაგ გზით ინარჩუნებ სუვერენიტეტს? რუსეთის გაგრძელება რომ იქნები, რეალურად რუსული კანონი რა არის - რუსეთმა თავისი გეოპოლიტიკური საზღვრები უნდა რომ შემოფარგლოს, ფარგალი დაადოს და ყველას გაგაგებინოს, რომ ეს არის ჩემი ზონა, აქ მაქვს გავლენა, ესენი არიან ჩემი გერები.თუ ესენი ძალაუფლებაში დარჩნენ, რაღათ გინდათ ვიზალიბერალიზაცია, ან ევროპაში ჩასვლა, რუსეთის გუბერნია ხდებით, გაგრძელება იქნებით რუსეთის, ივაჭრებთ რუსულად, გაიხსენეთ რუსული ენა,“ - ამბობს ცისკარიშვილი.