დროა, რომ სლოგანს "არა რუსულ კანონს" თავში დაემატოს "არა რუსულ რეჟიმს" - ბოკერია
„რაც ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ამ სამარცხვინო კანონით და ამ კანონის გარეშეც, ხვალ უკან რომ გაიწვიონ, ასეთი ხელისუფლებით და ასეთი კურსით შეუთავსებელი და შეუძლებელია, რომ იყო თავისუფალი სამყაროს ნაწილი,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აკეთებს.
ბოკერიას თქმით, ხელისუ8ფლება ქვეყანას „მარტო გვტოვებს პოტენციურად უზარმაზარი საფრთხის წინაშე რუსეთისა“.
გიგა ბოკერია საუბრობს კონგრესში გამართულ ჩვენებასა და გამოფენაზე - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" და საუბრობს საერთაშორისო აქტიურობის მნიშვნელობაზე.
სამარცხვინოა სამწუხაროდ, ის ვითარება, რა ვითარებამდეც ივანიშვილის რეჟიმმა მიიყვანა საქმე. დღეს ვაშინგტონში ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ საქართველოს ნატოს წევრი უნდა გახდეს. ვაშინგტონის სამიტი მოდის და საქართველოს საკითხი საერთოდ არ ფიგურირებს და ამის ნაცვლად იხილება საკითხი ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ან შეჩერება უნდა დაიწყოს თუ არა. იმის მიუხედავად, სადამდე მივა ეს პროცესი, უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკითხი რომ ჩამოეკიდა საერთოდ, უკვე კატასტროფაა. ჩენი ამოცაა, რომ ეს რეჟიმი დემოკრატიულად დამარცხდეს საქართველოში მანამ, სანამ ეს შედეგები დადგება.
რაც ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ამ სამარცხვინო კანონით და ამ კანონის გარეშეც, ხვალ უკან რომ გაიწვიონ, ასეთი ხელისუფლებით და ასეთი კურსით შეუთავსებელი და შეუძლებელია, რომ იყო თავისუფალი სამყაროს ნაწილი, იყო პარტნიორი ამერიკის და ევროკავშირის.
ერთადერთი გზაა ამ მთავრობის გამოცვლა, დროა, რომ სლოგანი არა რუსულ კანონს ამას თავში დაემატოს არა რუსულ რეჟიმს, ამ რეჟიმის გამოცვლის გარეშე შანსი არ გვაქვს ამ ჩიხიდან გამოსვლის.
ბუჩამდე იყო აფხაზეთი - კამპანიის ფარგლებშიც, როცა ვეუბნებოდით, რომ რუსეთის ქმედებების ხელწერაა ეს ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ აქაურ პარტნიორებს ვეუბნებოდით, რომ ყველა ვინც საუბრობს, რომ იქნებ ეს რუსეთის პრობლემებია მეზობლებთან - ყველას ვეუბნებოდით, რომ ქართული საზოგადოება მყარად არის სუვერენიტეტის და თავისუფლებების დაცვის პოზიციაზე და ამას ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენი ქმედებებით და იმ ცვლილებით ხელისუფლების, რომელიც უნდა დადგეს და ამასთან ერთად გვქონდა არგუმენტი, რომ საქართველოს უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ამერიკისთვის... მაგრამ თუ არ გვეყოლა მთავრობა, რომელიც კონგრესში ყოველთვის იმუშავებს იმისთვის, რომ მიიტანოს გზავნილი - რომ საქართველოს ინტერესი არის დასავლეთის ინტერესი - ამის გარეშე ჩვენ უსაფრთხოებას და თავისუფლებას ვერ დავიცავთ ან ძალიან დიდი ფასი დაგვიჯდება უახლოეს მომავალში,“ - ამბობს გიგა ბოკერია.