"რადიკალურ ენჯეოებს უცხოელი დონორები ალაპარაკებენ" - პაპუაშვილი

26.04.24 11:35
"რადიკალურ ენჯეოებს უცხოელი დონორები ალაპარაკებენ" - პაპუაშვილი

ევროპარლამენტის მძიმე რეზოლუციის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ისევ იმეორებს, რომ 29 აპრილს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გავიდეს. საუბარია ევროკავშირის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე.

შალვა პაპუაშვილი თავს ისევ ენჯეობს ესხმის და ამტკიცებს, რომ ეს "რადიკალური ჯგუფები"  დავალებას სწორედ თავისი უცხოელი დონორებისგან იღებენ, რომელთანაც ხელისუფლებას სერიოზული საუბარი ექნება. 


ჩვენ ვნახეთ გუშინ რამდენიმე ენჯეოს, რადიკალური ჯგუფების  განცხადება, რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს და მერე კიდევ სწყინთ, რომ ჩვენო უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართო. აბა, ვის ინტერესშია ქართველ ხალხს რომ რუსს ეძახის? ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29-ში ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს და ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი თუ გვინდა ჩვენ, რომ დონორებმა მართონ ეს ქვეყანა ენჯეოების ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან. ეს ყველაფერი ჩაივლის და რა თქმა უნდა, ამ დონორებთან ჩვენ გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავის ენჯეოებს და როგორ გვეძახდნენ რუსებს ეს დონორები ამ ენჯეოების პირით. ასე რომ, ყველა ამ დონორთან, იქნება ეს ორგანიზაცია თუ საელჩო, ყველა, ვინც აფინანსებს ამ ენჯეოებს, რომლებიც ჩვენ, ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს, ყველა ამ დონორთან გვექნება შესაბამისი საუბარი, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები