29-ში ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ვინც "ოცნების" პოლიტიკას ემხრობა - ვოლსკი

26.04.24 11:40
29-ში ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ვინც "ოცნების" პოლიტიკას ემხრობა - ვოლსკი

 "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ 29-შ ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი იდგება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას ემხრობა. საუბარია კონტრაქციაზე, რომელსაც მმართველი პარტია ევროკავშირის წიინააღმდეგ გამართავს.

ვოლსკი აღიარებს, რომ ქუჩაში საჯარო მოხელეებიც იდგებიან, თუმცა იქნებიან რიგითი მოქალაქეებიც. 

საზოგადოების დიდი ნაწილი, სწორედ თავისი მოსვლით 29-ში აპირებს დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც უმრავლესობას გააჩნია. იქ იქნება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებიც, მაგრამ უამრავი ადამიანია, წვრილი თუ მსხვილი ბიზნესმენი, დასაქმებული ადამიანები, დაუსაქმებლებიც, რომლებიც ამ პერსპექტივას ხედავენ, გადარჩენის პერსპექტივას  საკუთარი ქვეყნის იმ პოლიტიკაში, რასაც „ქართული ოცნება“ მიმართავს და ახორციელებს, - ამბობს ვოლსკი. 

მსგავსი სიახლეები