29 აპრილის აქცია ქართული საზოგადოების უმრავლესობის ძალის დემონსტრირება იქნება - მაჭარაშვილი

26.04.24 12:01
29 აპრილის აქცია ქართული საზოგადოების უმრავლესობის ძალის დემონსტრირება იქნება - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების უკან ის ევროპარლამენტარები დგანან, როლებიც სწორედ შავ ფულთან არიან კავშირში.

ამასთან, ივანიშვილის დანაყოფის წევრი არ მალავს, რომ 29 აპრილს ხელისუფლების დაგეგმილი აქცია ქართული საზოგადოების უმრავლესობის ძალის დემონსტრირებას ემსახურება და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს სწორედ "ოცნების" პოლიტიკას უჭერს. 

ჩვენ ვნახეთ, რომ ამ აქციაზე ვერ აღმოჩნდა ვერცერთი ადამიანი, რომლებმაც ერთი წინადადებაც კი დაასახელა, რას აპროტესტებდა ამ კანონიდან. ამ აქციების უკან ხომ დავინახეთ ვინც დგას, ევროპარლამენტარები, რომლებიც არიან ზუსტად იმ დონორი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საიდანაც შემოდის ეს შავი ფული. მე გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ 29 აპრილს დაიწყება ქართული საზოგადოების უმრავლესობის ძალის დემონსტრირება პირდაპირი გაგებით აბსოლუტურად ყველა მტერზე საქართველოსი -  შინაურზე თუ გარეულზე და დაინახავს ყველა, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოების მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელიც აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას. ეს კიდევ ერთხელ მოგვცემს ლეგიტიმაციას, რომ ყველას თავის ენაზე ველაპარაკოთ გარეთაც და შიგნითაც, - ამბობს მაჭარაშვილი.  

მსგავსი სიახლეები