პრორუსული პარტიის მეორე სიცოცხლე - "ალტ ინფომ" ნაჩუქარი პარტიის რეგისტრაციის მოთხოვნით ცესკოს მიმართა

26.04.24 12:15
პრორუსული პარტიის მეორე სიცოცხლე - "ალტ ინფომ" ნაჩუქარი პარტიის რეგისტრაციის მოთხოვნით  ცესკოს მიმართა

მეორე სიცოცხლე პრორუსული პარტიისთვის - "ალტ ინფოს" ლიდერები ნაჩუქარი პარტიის რეგისტრაციის მოთხოვნით  ცესკოს  მიმართავენ. 5 ივლისის შემოქმედები ირმუნებიან, რომ უკვე შეაგროვეს მხარდამჭერების 70 ათასამდე ხელმოწერა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რამდენიმე წუთის წინ ჩააბარეს. 

"ქართული იდეა" -  ასე ეწოდება იმ პარტიას, რომელიც რადიკალური მოძრაობის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ბოლო შანსია.

„ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა ჩვენი პარტია ყველა კანონის დარღვევით. ამის შემდეგ მათ უნდოდათ, რომ ჩვენ შევსულიყავით სამართლებრივ დავაში და ამასობაში გასულიყო მთელი არჩევნები, მაგრამ ჩენმა მეგობარმა, ლევან ჩაჩუამ მოგვცა პარტია „ქართული იდეა“ რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა აქვს მიღებული და არანაირი პრობლემა ამ პარტიას არ აქვს. ამ პარტიის სახელით შევაგროვეთ თავიდან საჭირო 25 ათასი ხელმოწერა, მაგრამ 25 ათასის ნაცვლად, დღეს მოგვაქვს 70 ათასზე მეტი. ანუ 70 ათასზე მეტი მოგვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ეს სპეკულაციები, რომ ამათ 2-3% აქვთ აღარ იყოს და ის საჭირო 5%-იანი ბარიერი რაც არის, ფაქტობრივად, დღეს ჩავაბარეთ.
სახელი „ქართული იდეა“ ჰქვია, ამ სახელითვე გავალთ, იმიტომ, რომ ჩენ არ მივცემთ რეესტრს იმის საშუალებას, რომ ამაშიც გაგვიწელოს დროს. ერთადერთი დამფუძნებლებში შევიდა ცვლილება ანუ ბატონი ლევანის ნაცვლად გიორგი ქარდავა დავნიშნეთ თავმჯდომარედ, - ამბობს კოკა მორგოშია.  

 

ცესკოს მიერ რეგისტრაციაში გატარებულ "კონსერვატიულ პარტიას" "ოცნებამ" პოლიტიკური გეგმები ჩაუშალა. "ალტ ინფო" საჯარო რეესტრმა რეგისტრაციიდან მოხსნა. პრორუსული დაჯგუფების წევრებმა გამოსავალი იპოვეს. ერთი პარტიის გაუქმების შემდეგ, რადიკალურად განწყობილ ადამიანებს მეორე პარტია ლევან ჩაჩუამ აჩუქა. 

მსგავსი სიახლეები