"ოცნება" იმედებს პრორუს ორბანზე ამყარებს - რას ამბობს მარიამ ჯაში

26.04.24 12:11
"ოცნება" იმედებს პრორუს ორბანზე ამყარებს - რას ამბობს მარიამ ჯაში

"ონება" მთელ იმედებს პრორუს ვიქტორ ორბანზე ამყარებს - მმართველი პარტიის წევრი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ უნგრეთს რიგითობის მიხედვით ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა უწევს და მისი თქმით, სწორედ ვიქტორ ორბანი იქნება საქართველოს ინტერესების დამცველი და მხარდამჭერი ევროკავშირში.

როდესაც ჩვენ ევროინტეგრაციისკენ მივისწრაფვით, ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე იქნება უნგრეთი და ამ კუთხით კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს ინტერესების დაცვა ევროკავშირში, ასევე ჩვენი ევროკავშირის ოჯახში წევრობას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება", - ამბობს მარიამ ჯაში.

მსგავსი სიახლეები