კონგრესის მხრიდან ფინანსდება NED, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონგრესს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი დაფინანსებული ორგანზიაციების აქართელოში დაფინანსებას მალავენ.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს დაფინანსება საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიებს ხმარდება.
კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი, (NED) რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, ამიტომ ჩემი აზრით ამ წუხილებს სჯობია, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ქართველი ხალხის მიმართ.
თუ არაფერი აქვთ დასამალი, ეს იქნებოდა გამჭვირვალე. ამ მოწოდებების და ნერვიულობის ნაცვლად გაასაჯაროონ, რატომ მალავენ იმ ფულს, რომელიც შემოედინება საქართველოში და მერე შემთხვევით ვიგებთ, რომ ხმარდება რადიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს", - ამბობს პაპუაშვილი.