ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი - პაპუაშვილი
"29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი თუ გვინდა, რომ დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან უკვე? ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილი, ფაქტობრივად, დონორებს მკაცრ საუბარს უანონსებს.
მისივე თქმით, „ეს არის ზუსტად პარტნიორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ სვლა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა“.
რეალურ კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი. ფაქტობრივად, მთლიანად გვაჩვენებენ თავიანთ სახეს. გუშინ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“, რადიკალური „ენჯეო“ ჯგუფების განცხადება, რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, მერე კიდევ სწყინთ, რომ ჩვენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართო. აბა, ვის ინტერესშია,? ქართველ ხალხს რომ რუსებს ეძახიან და იმუქრებიან, 29 აპრილს ვინც მიხვალთ, ყველა რუსები ხართო? ამაზე „ენჯეო“ რომ აკეთებს, ამით მთლიანად აჩვენებს თავის სახეს. სინამდვილეში, ზუსტად ამ „ენჯეოების“ უკან დგანან დონორები, რომლებსაც უნდათ, რომ ამ „ენჯეოების“ ხელით მართონ საქართველო. სინამდვილეში, მათ ალაპარაკებენ ზუსტად ეს დონორები, რომ დააშინონ და ასეთი ეპითეტებით შეამკონ ქართველი ხალხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29 აპრილს ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი თუ გვინდა, დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან უკვე? ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავის „ენჯეოებს“ და როგორ გვეძახდნენ რუსებს დონორები ამ „ენჯეოების“ პირით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა დონორთან გვექნება შესაბამისი საუბარი, იქნება ეს ორგანიზაცია, თუ საელჩო, ყველასთან, ვინც აფინანსებს „ენჯეოებს“, რომლებიც ჩვენ, ქართველ ხალხს, გვეძახიან რუსებს. ეს არის ზუსტად პარტნიორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ სვლა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.