საჩუქრების პოლიტიკა და ინტერესთა კონფლიქტი - რატომ მალავს ხელისუფლება GRECO-ს ანგარიშს
რატომ მალავს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფის ანგარიშსს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აცხადებენ, რომ დოკუმენტში საუბარი უნდა ყოფილიყო მაღალი თანამდებობის პირებთან მიმართებით არსებულ ინტერესთა კონფლიქტსა და საჩუქრების მიღების პოლიტიკაზე.
გარდა იმისა, რომ შენიშვნები გასაიდუმლოებულია, უცნობია, ასევე რა რეკომენდაციები მიიღო ხელისუფლებამ.
მთავრობამ არ მისცა თანხმობა ევროპის საბჭოს, რომ ეს შეფასების ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი ყოფილიყო. როგორც ვიცით, მეხუთე რაუნდის ანგარიში შეეხებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობის პირებთან მიმართებით არსებულ ინტერესთა კონფლიქტის რეგულაციებს, მათ აღსრულებას, ასევე თანამდებობის პირების საჩუქრის პოლიტიკას.
იმიტომ, რომ ანგარიში საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ არ ვიცით, რა პრობლემები დაინახა მონიტორინგის შემფასებელმა მისიამ საქართველოში, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს და ასევე სამართალდამცავ ორგანოებს.
ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეფასება, რომელსაც მოჰყვებოდა რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანას შემდეგ უნდა შეესრულებინა, სამწუხაროდ, არც რეკომენდაციებია საჯაროდ ცნობილი,“ - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი.
საქართველო უარს აცხადებს ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) მიერ მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე.
GRECO-ს ვებსაიტზე მითითებულია, რომ შეფასების ანგარიში საჯაროედება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება, რომ კონფიდენციალობა მოიხსნას.
საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს რომ მალავს, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საუბრობდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსს მთავრობას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ არის მომზადებულია. არადა ეს დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია.