ღარიბაშვილსაც მოუნდებოდა მისი შვილის ფრენა დაემალა, მაგრამ არ გამოდის - ხვიჩია
"როდესაც შენს კორუფციულ რაღაცაზე ლაპარაკობენ, შენ ყოველთვის გინდა დამალო, ღარიბაშვილსაც მოუნდებოდა მისი შვილის ფრენა დაემალა, მაგრამ არ გამოდის" - ამის შესახებ განცხადებას "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აკეთებს.
ხვიჩია მთავრობის მიერ GRECO-ს ანგარიშის გასაიდუმლოებას ეხმაურება და ამბობს, რომ "როგორ შეიძლება დამალო ასეთი ტიპის ინფორმაცია ჩვენს დროში, ეს ცოტა მიჭირს და ცოტა გულუბრყვილო მგონია".
რომ მალავდეს ისეთ ანგარიშს, სადაც მისი საგმირო საქმეების შესახებ ყვებიან, ამაში არაფერი გამიკვირდებოდა, მაგრამ როგორ შეიძლება დამალო ასეთი ტიპის ინფორმაცია ჩვენს დროში, ეს ცოტა მიჭირს და ცოტა გულუბრყვილო მგონია ეს ამბავი, თორემ როდესაც შენს კორუფციულ რაღაცაზე ლაპარაკობენ, შენ ყოველთვის გინდა დამალო, ღარიბაშვილსაც მოუნდებოდა მისი შვილის ფრენა დაემალა, მაგრამ არ გამოდის,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
საქართველო უარს აცხადებს ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) მიერ მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე.
GRECO-ს ვებსაიტზე მითითებულია, რომ შეფასების ანგარიში საჯაროედება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება, რომ კონფიდენციალობა მოიხსნას.
საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს რომ მალავს, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საუბრობდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსს მთავრობას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ არის მომზადებულია. არადა ეს დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია.