"ივანიშვილი ქველმოქმედია, რომელმაც ქვეყანას თვისობრივი გარდატეხა მოუტანა" - პრემიერი ოლიგარქს იცავს
ევროპარლამენტარების კრიტიკის შემდეგ, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ გამორიცხეს, პრემიერი ისევ ოლიგარქს იცავს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ქველმოქმედია, მისმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა კი ქვეყანას თვისობრივი გარდატეხა მოუტანა.
ამასთან, კობახიძე თავს ევროდეპუტატებს ესხმის და მათ "ოდიოზურებს" უწოდებს.
როდესაც ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ არ ვიზრუნოთ ღირებულებების დაცვაზე, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაზე, არ მივიღოთ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, როდესაც ისინი მოგვიწოდებენ, რომ არ მივიღოთ კანონი ენჯეობის გამჭვირვალობასთან, როდესაც გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქველმოქმედების მიღმა პოლიტიკური ნაბიჯები აქვს ისეთი გადადგმული, რომლითაც თვისებრივი გარდატეხა მოუტანა მან ამ ქვეყანას, ეს კაცი უნდა დაისაჯოს, ასეთ დროს ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ, როგორც ვერ დააშანტაჟეს ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხის 2022 წელს, ვერ გაჭრის ეს შანტაჟი ვერც წელს, - ამბობს კობახიძე.