კობახიძე GRECO-ს ანგარიშზე: ტყუილი გაავრცელა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", ტექნიკური საკითხია დარჩენილი - თარგმნა

26.04.24 15:12
კობახიძე GRECO-ს ანგარიშზე: ტყუილი გაავრცელა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", ტექნიკური საკითხია დარჩენილი - თარგმნა

"ტყუილი გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება" - ამ განცხადებით პრემიერი ირაკლი კობახიძე თავს ესხმის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და GRECO-ს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს.

კობახიძე ამტკიცებს, რომ მთავრობას GRECO-ს ანგარიშის გასაჯაროებაზე უარი არ უთქვამს, ევროსაბჭოს უკვე მიღებული აქვს ხელისუფლებისგან თანხმობა და თარგმის შემდეგ დოკუმენტი გასაჯაროვდება.

ტყუილი გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება, ანუ ნაციონალურმა ბუნდოვანებამ, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ დავმალეთ კრეგოს ანგარიში, სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, ტექნიკური საკითხია დარჩენილი - თარგმნა, დღეების ამბავია, როგორც კი ითარგმნება, მაშინვე იქნება გამოქვეყნებული, ასეთ ტყუილებს, როცა ავრცელებს ეს კონკრეტული ენჯეო, გასაგებია, რა არის მათი მიზანი,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

საქართველო უარს აცხადებს ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) მიერ მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე.  

GRECO-ს ვებსაიტზე მითითებულია, რომ შეფასების ანგარიში საჯაროედება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება, რომ კონფიდენციალობა მოიხსნას.

საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს რომ მალავს, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საუბრობდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსს მთავრობას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ არის მომზადებულია. არადა ეს დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია.

მსგავსი სიახლეები