"არა რუსულ კანონს" - ბანერების გაშლას ქობულეთის საკრებულოში ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა

26.04.24 15:39
"არა რუსულ კანონს" - ბანერების გაშლას ქობულეთის საკრებულოში ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა

 

 

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში - "არა რუსულ კანონს" ამ ბანერების გაშლის გამო ნაციონალური მოძრაობის წევრებსს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატებს ბანერები ჩამოართვეს და ისინი დარბაზიდან გააძევეს. საკრებულოს სხდომა ენმ-ის წევრების გარეშე გაგრძელდა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას კამერების და ტელევიზიის საჩვენებლად დადგმული შოუ უწოდა.

მსგავსი სიახლეები