ხმაური თბილისის საკრებულოში - ნინო წულაძემ "ოცნების" დეპუტატებს ხახვი და კარტოფილი მიუტანა

26.04.24 17:10
ხმაური თბილისის საკრებულოში - ნინო წულაძემ "ოცნების" დეპუტატებს ხახვი და კარტოფილი მიუტანა

 

ხახვი და კარტოფილი "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის - ამ ფორმით გააპროტესტა დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ხალხისთვის“ ნინო წულაძემ სხდომაზე ხელისუფლების დაანონსებული "რუსული მარშის" გამართვა.

ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიდის სხდომა თბილისის საკრებულოში. განხილვის მთავარი საგანი რუსული კანონი და ის საფრთხეებია, რომელიც ამავე კანონს ჩვენი ქვეყნისთვის მოაქვს.

"იცით, რატომ მოგიტანეთ კარტოფილი და ხახვი? ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა 29 აპრილის აქციაზე შეკრებისა. რუსთაცველის გამზირზე 29-ში შეკრებილებს გექნებათ ერთი გამაერთიანებელი, ორივენი იქნებით სისტემის მსხვერპლნი. ყველაზე ცუდი იცით რა არის, ღმერთის სახელით სჩადიხართ ყველაზე დიდ უღმერთობას. მისდევთ ახალგაზრდა ბავშვებს, ზოგს ბარძაყი აქვს მოტეხილი, ზოგი დაბრმავებულია და ეს არის თქვენთვის სარწმუნოების დაცვა? რომელ სარწმუნოებაზე მელაპარაკებით, თამაზ გინტური სალოცავში მოგიკლეს, ეკლესია აგიჭედეს და ერთი სიტყვა არ გითქვამთ რუსეთის წინააღმდეგ და ახლა კიდევ ხელახლა შემოიტანეთ რუსული კანონი. მამულს იცავთ თუ მამული თქვენთვის მხოლოდ ღარიბაშვილმა რომ ცოლს ტყე აჩქუა მხოლოდ ის არის?", - განაცხადა წულაძემ, რასაც დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ხელისუფლება მესიჯბოქსს არ ცვლის. დეპუტატები, ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყანას ევროპის გზაზე პრობლემებს არ შეუქმნის.  "ოცნების" დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ევროპარლამენტარებს და თქვეს, რომ ევროპელი დეპუტატები ოპოზიციას ჰყავს მოსყიდული და სწორედ ამიტომ აკეთებენ ისინი მწვავე განცხადებებს რუსულ კანონთან დაკავშირებით.

 

მსგავსი სიახლეები