5 ივლისს განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ღარიბაშვილი

12.07.21 11:12
5 ივლისს განვაცხადე, რომ  იგეგმებოდა ძალიან მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ  - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით,საქართველოში  ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება  იგეგმებოდა. ღარიბაშვილის თქმით, 5 ივლისს განვითარებული მოვლენები სააკაშვილის მიერ იყო მართული. 

5 ივლისს მთავრობის სხდომაზე წინასწარ განვაცხადე რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინააღმდეგ. კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. კითხვები დაისვა რა კავშირი ჰქონდა მაგალითად, ლგბტ თემს სააკაშვილთან, მე განვმარტე რომ აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო "სირცხვილია", რომელიც იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ.

იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა და სახელმწიფოს უნდა გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ჩვენ ეს არ დავუშვით. რაც მოხდა არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ მინდა შევახსენო რომ ძაალდობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები