პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს - ხაბეიშვილი

26.04.24 17:34
პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს - ხაბეიშვილი

„პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 28 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

ხაბეიშვილის თქმით, 28 აპრილს მოქალაქეები, ვინც რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან აქციაზე უნდა მივიდნენ.

პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ეს იქნება მათ შორის 28 აპრილსაც. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჩართულობა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ თავებს გადათვლის რამდენი არიან. პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. ჩვენ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.“ - ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები