გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ შევაჩეროთ რუსული კანონის მიღების პროცესი - ბოკუჩავა

26.04.24 17:51
გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ შევაჩეროთ რუსული კანონის მიღების პროცესი - ბოკუჩავა

ჩვენ ვიქნებით იურიდიულ კომიტეტზე, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ შევაჩეროთ რუსული კანონის მიღების პროცესი - ამ განცხადებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აკეთებს.

ბოკუჩავა რუსული კანონის მეორე მოსმენას ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში საკუთარ კრიტიკულ აზრს ყველა ფორმატში დააფიქსირებს. 

ჩვენ ვიქნებით იურიდიულ კომიტეტზე, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს საპარლამენტო ფორმატი - საკომიტეტო თუ პლენარული განხილვა იმისთვის, რომ შევაჩეროთ რუსული კანონის მიღების პროცესი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა - "ქართული ოცნება" პირველი მოსმენით მიღებული რუსულ კანონის განხილვას, ორშაბათს, 29 აპრილს, 09:00 საათზე განაახლებს.

 

მსგავსი სიახლეები