"ოცნება" რუსული კანონის განხილვას ორშაბათს განაახლებს

26.04.24 14:59
"ოცნება" რუსული კანონის განხილვას ორშაბათს განაახლებს

იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა - "ქართული ოცნება" პირველი მოსმენით მიღებული რუსულ კანონის განხილვას, ორშაბათს, 29 აპრილს, 09:00 საათზე განაახლებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით რუსული კანონი მესამე საკითხია განსახილველ თემათა შორის.

"ქართული ოცნების" განცხადებით, 29 აპრილს პარტია პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს. სავარაუდოდ სწორედ ამ დღეს საქართველოს პარლამენტში ხელისუფლება რუსული კანონის ხელმეორედ მიღებას ეცდება.

"ქართული ოცნების" "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

29 აპრილს, სავარაუდოდ, აქცია-კონცერტს რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გამართავენ

რუსული კანონი "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები