რა მინდა! - რა არ მინდა! - ილიაუნისთან სტუდენტებმა საინფორმაციო სტენდი მოაწყვეს
რა მინდა! - რა არ მინდა! - ილიაუნისთან სტუდენტებმა საინფორმაციო სტენდი მოაწყვეს, სადაც ევროპის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ვიდეოს დეპუტატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.
დაფაზე, რომელიც უნივერსიტეტის წინ ავთ მიტანილი, ჩამოწერილია, რა უპირატესობა აქვს ევროკავშირთან სიახლოვეს, რა სიკეთეების მომტანია ის საქართველოსთვის:
- ევროპული საქართველო;
- თავისუფლება;
- აფხაზეთი და სამაჩაბლო;
- დემოკრატია;
- სამართლიანი სასამართლო;
- ევროპული ღირებულებები;
- თავდაცვისუნარიანი ქვეყანა;
ამას გარდა, ასევე ჩამოწერილია ის საფრთხეები, რაც რუსეთთან კავშირს მოაქვს:
- საბჭოთა კავშირში დაბრუნება;
- მონობა;
- გარუსებული საქართველო;
- გარუსება;
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა;
- კორუფციული ქვეყანა;