ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება ვერ შედგა - ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ტვ პირველის" ოპერის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ამბობს, რომ ჩვენი რეპორტიორის გარდაცვალებას პოლიტიკური ძალები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.
ღარიბაშვილის განცხადებით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა.
ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში.
ეს ტრაგედია, ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური ძალების მისაღწევად, რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტერაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მოზნების მიღწევას.
მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარაცა, ყველა მოალადე იქნება უმკაცრესად დასჯილი"- თქვა ღარიბაშვილმა.